Electronica 1: The Time Machine

Electronica 1: The Time Machine
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 16 ოქტომბერი, 2015 (2015-10-16)
ჟანრი
ხანგრძლივობა 69:25
ლეიბლი Columbia
პროდიუსერი ჟან-მიშელ ჟარი
ჟან-მიშელ ჟარი — ქრონოლოგია
Essentials & Rarities
(2011)
Electronica 1: The Time Machine
(2015)
Electronica 2: The Heart of Noise
(2016)
სინგლები ალბომიდან Electronica 1: The Time Machine
  1. „Glory“
    გამოცემის თარიღი: 15 მაისი 2015[1]
  2. „Conquistador“
    გამოცემის თარიღი: 10 ივლისი 2015[2]
  3. „Zero Gravity“
    გამოცემის თარიღი: 10 ივლისი 2015[3]
  4. „Watching You“
    გამოცემის თარიღი: 10 ივლისი 2015[4]
  5. „Stardust“
    გამოცემის თარიღი: 31 ივლისი 2015[5]
  6. „If..!“
    გამოცემის თარიღი:28 აგვისტო 2015[6]
პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic65/100 [7]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Rolling Stone (გერმანია)3/5 stars[8]
Pitchfork4/5 stars[9]

Electronica 1: The Time Machine — ფრანგ ელექტრონულ მუსიკოს ჟან-მიშელ ჟარის მეჩვიდმეტე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2015 წლის 16 ოქტომბერს, ლეიბლზე Columbia Records.[10] ალბომი ჩაიწერა 15 სხვადასხვა მუსიკოსის მონაწილეობით, რომელთა შორის არიან ვინს კლარკი,[11] Gesaffelstein, ჯონ კარპენტერი[12], M83, არმინ ვან ბიურენი,[13] რობერტ "3D" დელ ნაია (Massive Attack) და ედგარ ფრეზე (რომელმაც ჟართან გარდაცვალებამდე იმუშავა)[14].

ჟარის ახალი ნამუშევარი პირველად ნახსენები იყო 2015 წლის აპრილში, როდესაც მან Gesaffelstein-თან ჩაწერილ „Conquistador“-ზე ისაუბრა.[15] 2015 წლის 15 მაისს ცნობილი გახდა „Glory“-ს შესახებ, რომელიც M83-თან ჩაიწერა. 23 ივნისს მისი ვიდეოც გამოქვეყნდა.[16][17] მესამე თანამშრომლობაზე, რომელიც მითითებული იყო, როგორც ნამუშევარი Tangerine Dream-თან, ცნობილი გახდა 22 ივნისს.[18]

2015 წლის განმავლობაში ჩნდებოდა ინფორმაცია ჟარის თანამშრომლობების შესახებ, ხოლო 10 ივლისს ცნობილი გახდა ალბომის გამოსვლის შესახებ. ეს არის მუსიკოსის პირველი ორიგინალური ალბომი 2007 წლის Téo & Téa-ს შემდეგ. ალბომის წინასწარი შეკვეთები მიიღებოდა iTunes-ზე, Amazon.com-ზე და Spotify-ზე. შეზღუდული რაოდენობით გამოიცა მისი ბოქს-სეტებიც.[19]

2016 წელს დაგემილია ალბომის გაგრძელების, Electronica 2-ის გამოცემა.[20]

  1. http://www.qobuz.com/fr-fr/album/glory-jean-michel-jarre-m83/0886445169409
  2. http://www.qobuz.com/fr-fr/album/conquistador-gesaffelstein/0886445367409
  3. http://www.qobuz.com/fr-fr/album/zero-gravity-tangerine-dream/0886445367430
  4. http://www.qobuz.com/fr-fr/album/watching-you-3d-massive-attack/0886445367478
  5. http://www.qobuz.com/fr-fr/album/stardust-armin-van-buuren/0886445367577
  6. http://www.qobuz.com/fr-fr/album/stardust-armin-van-buuren/0886445368031
  7. Metacritic-ის მიმოხილვა
  8. გერმანული Rolling Stone-ის მიმოხილვა
  9. Pitchfork-ის მიმოხილვა
  10. https://itunes.apple.com/fr/album/e-project/id1012484745
  11. Jean Michel Jarre. (2015-07-14) Now introducing Vince Clarke as a collaborator for my upcoming album.... Jean Michel Jarre.
  12. JonathanBarkan. (2015-08-03) Jean-Michel Jarre Teams With John Carpenter For Collaboration Track. Bloody Disgusting.
  13. Jean Michel Jarre. (2015-07-20) So happy to have @arminvanbuuren as a collaborator on my new album!. Jean Michel Jarre.
  14. Jean Michel Jarre. (2015-07-10) E-Project. Jean Michel Jarre.
  15. Jean Michel Jarre. (2015-04-20) Jean-Michel Jarre with Gesaffelstein - Track Story. Jean Michel Jarre.
  16. Jean Michel Jarre. (2015-05-15) Jean-Michel Jarre with M83 - Track Story. Jean Michel Jarre.
  17. Jean Michel Jarre Vevo. (2015-06-23) Jean-Michel Jarre, M83 - Glory. Jean Michel Jarre Vevo.
  18. Jean Michel Jarre. (2015-06-22) Jean-Michel Jarre with Tangerine Dream - Track Story. Jean Michel Jarre.
  19. E-Project Official Store. (2015-07-10) E-Project. E-Project Official Store. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-11.
  20. Jean Michel Jarre. (2015-08-28) დაარქივებული ასლი. Electronica 1: The Time Project Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-01. ციტირების თარიღი: 2015-09-07.

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Tubidy